ესგ სტანდარტი/უცხოური ენა



მეორე უცხოური ენის სტანდარტი საბაზო საფეხურზე 

https://drive.google.com/file/d/1xnLAoiamW1kM_2ATeOJZU_zORKl-0Icy/view?usp=sharing



მეორე უცხოური ენა  დაწყებით     საფეხურზე   
შესავალი
დაწყებით საფეხურზე უცხოური ენის სწავლა-სწავლებისპრიორიტეტული მიზნებია:
Ø  მოსწავლის ენობრივი ცნობიერების განვითარება;
Ø  მეორე უცხოურ ენაზე ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
Ø  ენობრივ-კულტურული გამოცდილების გამდიდრება;
Ø  ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარება.

   მიმართულებების აღწერა

დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად უცხოური ენის სწავლება სამი მიმართულებით უნდა გაიშალოს:1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი),2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა), 3.ინტერკულტურა.


1.    მიმართულება: ზეპირი მეტყველება
ესმიმართულება აერთიანებსორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას -მოსმენა/მოსმენა-ყურებასა და ლაპარაკ  დაამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას.

ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება ზეპირი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ისეთი ტიპისა და შინაარსის ტექსტები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს  თემატური დიალოგი, მონოლოგი, ინტერვიუ, სკეტჩი, რიტმული ტექსტი, რეპი და მისთ.

მოსმენის, რეპროდუცირებისა და პროდუცირების უნარების განსავითარებლად და განსამტკიცებლად აუცილებელია, მოსწავლეებმა მოსმენასა და ლაპარაკში ერთი და იმავე შინაარსისა და სახეობების ტექსტებზე იმუშაონ.


2.    მიმართულება:წერითი მეტყველება
ეს მიმართულება აერთიანებსორ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ სამეტყველო ქცევას - კითხვასადა წერას დაამ სამეტყველო აქტივობათა თანმხლებ სტრატეგიებს, რომლებიც მოსწავლეს გაუადვილებს საკომუნიკაციო მიზნების მიღწევას.

ამ მიმართულების ფარგლებში გამოიყენება წერითი მეტყველებისათვის დამახასიათებელი ტექსტის ისეთი ტიპები და სახეობები, რომლებიც სირთულით შეესაბამება სტანდარტით მოთხოვნილ დონეს. ასეთი ტიპის ტექსტებს წარმოადგენს  სხვადასხვა ტიპის განრიგი, მეგობრული წერილი, დღიური, ამბავი, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ფილმის ანოტაცია, ცნობარი და სხვ.

კითხვის უნარებზე მუშაობისას მოსწავლეები დაეუფლებიან ორი  ტიპის უნარს - გაწაფულ კითხვას, ანუ კითხვის ტექნიკასა  და  წაკითხულის გაგება-გააზრებას.

კითხვაში დამუშავებული ტექსტები გამოიყენება როგორც ენობრივი უნარების, ისე წერითი კომუნიკაციის უნარების განსავითარებლად.   მოსწავლე, ერთი მხრივ, დააკვირდება ამ ტექსტებში წარმოდგენილ ენობრივ მექანიზმებს  და გაივარჯიშებს მათ წარმოებაზე.  მეორე მხრივ, იგი ამ ტექსტებს გამოიყენებს მოდელებად, რომლითაც იხელმძღვანელებს მსგავსი პროდუქტის შესაქმნელად.


3.    მიმართულება: ინტერკულტურა
უცხოური ენის სწავლა ნიშნავს უცხო სამყაროში შესვლას, ცხოვრების განსხვავებული წესების, ტრადიციების აღმოჩენას, განსხვავებული ღირებულებების, მენტალობების გაგებას. ამდენად, წარმატებული კომუნიკაცია დამოკიდებულია არა მხოლოდ სამეტყველო უნარ-ჩვევებზე, არამედ განსხვავებული კულტურული კონტექსტების გაგებისა და პატივისცემის უნარზეც. სწორედ ამ უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ემსახურება მიმართულება ინტერკულტურა.

მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, ამოიცნონ უცხო კულტურის თავისებურებები, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება, შეაფასონ და პარალელები გაავლონ საკუთარ კულტურულ გამოცდილებასა თუ  გარემოსთან. ასეთი სახის აქტივობები მოსწავლეებს კულტურული კუთვნილების განცდას გაუძლიერებს, საშუალებას მისცემს, გააცნობიერონ კულტურული მრავალფეროვნება, ასწავლოს საკუთარი და უცხოური კულტურის დაფასება.

    
V-VI კლასების სტანდარტი
ა) დაწყებითი საფეხურის ბოლოს მისაღწევი შედეგები

ინდექსების განმარტება
დაწყებით საფეხურზე სტანდარტშიგაწერილთითოეულშედეგსწინ უძღვის ინდექსი, რომელიცმიუთითებსსაგანს, სწავლებისეტაპსადასტანდარტისშედეგისნომერს;მაგ., IIუცხ.დაწყ.(II)1.:
IIუცხ. - მიუთითებს საგანს „მეორე უცხოური ენა“;
„დაწყ.“ -  მიუთითებს დაწყებით საფეხურს;
„(II)“მიუთითებს, რომ სტანდარტი მოიცავს V-VI  კლასებს;
1“ - მიუთითებსსტანდარტისშედეგის ნომერს.

მეორე უცხოური ენის სტანდარტი (V-VI კლასები)

მიმართულება 1. ზეპირი მეტყველება (მოსმენა/მოსმენა-ყურება და ლაპარაკი)
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)1.
სტანდარტით განსაზღვრული თემატიკის შემცველი მცირე ზომის  ტექსტების  გაგება.  
IIუცხ.დაწყ.(II)2.
სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა.
IIუცხ.დაწყ.(II)3.
სტანდარტით განსაზღვრულ თემატიკაზე მარტივი ენით ინტერაქცია და რამდენიმე წინადადებიანი მონოლოგის წარმოთქმა.
IIუცხ.დაწყ.(II)4.
ზეპირი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მიმართულება 2. წერითი მეტყველება (კითხვა და წერა)
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)5.
გაწაფულად კითხვა.
IIუცხ.დაწყ.(II)6.
სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების გაგება.
IIუცხ.დაწყ.(II)7.
მოდელის  ან კონკრეტული საყრდენების მიხედვით   ნასწავლ თემატიკაზე მცირე მოცულობის ტექსტების შედგენა.
IIუცხ.დაწყ.(II)8.
წერითი მეტყველების სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მიმართულება 3.ინტერკულტურა
შედეგების ინდექსი
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
IIუცხ.დაწყ.(II)9.

საკუთარი და უცხო კულტურის რეალიების ამოცნობა და  სოციოკულტურული კონტექსტების  შედარება.
IIუცხ.დაწყ.(II)10.

თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად  სხვადასხვა ტიპის პროექტების დაგეგმვა და განხორციელება. 

ბ) შინაარსი
შედეგების მიღწევა დაეფუძნება შემდეგ შინაარსს:

1. თემატიკა
Ø  ინდივიდი: პირადი მონაცემები,წარმომავლობა,სხეული, გარეგნობა, ტანსაცმელი;
Ø  ინდივიდის გარემოცვა: ოჯახი, ნათესავები, მეგობრები; ცხოველთა/ფრინველთა სამყარო; ბუნება/ბუნების მოვლენები; საცხოვრებელი ადგილი,ქალაქი, სოფელი; ამინდი; საყოფაცხოვრებო ნივთები; სკოლა/სასკოლო ნივთები, სასკოლოსაგნები; დღესასწაულები/ზეიმები;
Ø  აქტივობები: ყოველდღიური საქმიანობა, დღის/კვირის განრიგი, თავისუფალი დროის გამოყენება, ჰობი, სპორტი, თამაშები, საყიდლები, კვება;
Ø  ორიენტირები: წელიწადის დროები, თვეები, კვირის დღეები, დღე და ღამე;
Ø  მახასიათებლები: ფერი, ზომა, ფორმა, რაოდენობა.

2.  სოციოკულტურა და კულტურა
Ø  დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძები, პერსონაჟები და სხვა;
Ø  კვება: მოზარდის ჩვეული  საუზმე;
Ø  თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: ტიპობრივი აქტივობები;
Ø  სასკოლო საგნები, სასკოლო კვირის განრიგი;
Ø  საკუთარი სახელები და კნინობითი ფორმები;
Ø  შესასწავლი ქვეყნის სახელმწიფო სიმბოლოები;
Ø  შესასწავლი ქვეყნის დედაქალაქი/ქალაქი და მისი რამდენიმე ღირსშესანიშნაობა.

3. ტექსტის ტიპები

ა) პრაგმატული ტექსტები: მითითება, სავარჯიშოს პირობა, ინსტრუქცია, საჯარო წარწერა (გამაფრთხილებელი წარწერა, გაჩერების/მაღაზიის/საჯარო შენობის დასახელება, აბრა), ანკეტა, დღის/კვირის განრიგი, გაკვეთილების ცხრილი, ბილეთი, კატალოგი, სამარშრუტო გეგმა, მენიუ, კულინარული რეცეპტი, ღია ბარათი, მეგობრული წერილი, მარტივი შეტყობინება, ამინდის პროგნოზი.

ბ) სასწავლო მიზნებით შედგენილი (დიდაქტიზებული) და ადაპტირებული ტექსტები:
Ø  თემატურიდიალოგი, მონოლოგი, მარტივი თხრობითი ან აღწერითი ტექსტები და სხვა;
Ø  ადაპტირებული სტატიები საბავშვო ჟურნალ-გაზეთებიდან და სხვა.

გ) საბავშვო ლიტერატურა: ლექსები, გათვლები, ენის გასატეხები, ადაპტირებული ზღაპრები.

დ) მულტიმედიური ტექსტები: კომიქსები, საბავშვო სიმღერები, სხვადასხვა სახის აუდიო-ვიდეო რესურსები, ანიმაციური ფილმები, საბავშვო გადაცემები და სხვა.

4. ენობრივი საშუალებები

4.1.  სამეტყველო  აქტები
Ø  ინტერაქცია სოციალური ურთიერთობებისას:  მისალმება, მოკითხვა, დამშვიდობება, გაცნობა, მობოდიშება, მადლობის გადახდა, მილოცვა, შეთავაზება, დახმარების თხოვნა, ნებართვის აღება/მიცემა;
Ø  ინტერაქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად: პირადი მონაცემების (ვინაობა, წარმომავლობა, ასაკი, მისამართი, ტელეფონის ნომერი) გაცვლა; ადამიანის/ცხოველის/საგნის/საქმიანობის აღწერა/დახასიათება;  თარიღის, საქმიანობის, ჯანმრთელობის, ამინდის გაგება;
Ø  ინტერაქცია შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შესახებ: მოწონება/არმოწონება;სურვილისა და ინტერესის გამოხატვა; დადებითი და უარყოფითი შეფასება; დათანხმება, უარყოფა, აკრძალვა;
Ø  ინტერაქცია ემოციებისა და შეგრძნებების შესახებ: ემოციებისა (სიხარული, ბრაზი, წუხილი, გაოცება, შიში) და შეგრძნებების (ტკივილი, წყურვილი, შიმშილი, სიცივე, სიცხე) გამოხატვა;
Ø  ინტერაქცია დროისა და სივრცის შესახებ: დროის მითითება, ადგილმდებარეობისა დამიმართულების მითითება.


4.2.გრამატიკა
დაწყებითსაფეხურზეენობრივისაკითხებისსწავლებახორციელდებაპრაქტიკული აქტივობებით ტერმინების, წესებისა და თეორიული განმარტებების გარეშე. მოსწავლეებმა კონტექსტში უნდა ამოიცნონ და გამოიყენონ  საკომუნიკაციო  მიზნის განსახორციელებლად საჭირო შემდეგი გრამატიკული საშუალებები:
Ø  დროისა და კილოს გამომხატველი ზმნის ფორმები;
Ø  ადგილმდებარეობის, მიმართულებისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებ (მაგ.: ზმნიზედა,  წინდებული, შესიტყვება);
Ø  სინტაქსურ მიმართებებ მარტივი წინადადების წევრებს შორის (მაგ.: ზმნა და არსებითი სახელის შეთანხმება პირსა და რიცხვში;არსებით და ზედსართავ სახელებშეთანხმება რიცხვში/სქესში);
Ø  სიტყვათა რიგის დაცვა მარტივ გაუვრცობელ და გავრცობილ წინადადებაში.

ენობრივი საშუალებების დეტალური აღწერა ენების მიხედვით იხილეთ დანართში: „სარეკომენდაციო შინაარსი უცხოური ენებისათვის, V-VI კლასები“.


No comments:

Post a Comment