კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება

     

 
          კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება:


შეხვედრების ორგანიზატორის სახელი და გვარი:   შორენა ბაკურაძე
                 შეხვედრების ჩატარების ადგილი: ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ                                                                                                 ქინძათის საჯარო სკოლა

                        შეხვედრა # 1

შეხვედრის თემა :  "კარგი გაკვეთილის მახასიათებლები"
ჩატარების  თარიღი:  18. 04.2019წ.

შეხვედრის აქტუალობა:
ქინძათის საჯარო სკოლის მასწავლებლები ჩართულები არიან პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სქემაში  და ატარებენ  გაკვეთილებს შიდა და გარე დაკვირვებისთვის. ისინი იცნობენ გაკვეთილის შეფასების ინსტრუმენტებს და იციან  რა კრიტერიუმები არის  საჭირო იმისათვის, რომ დადებითად შეფასდეს გაკვეთილი. მიუხედავად ამისა სკოლის მოსწავლეთა წარმატებები ს საერთო მაჩვენებელი არ არის მაღალი. რა უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და როგორ ვიმუშაოთ უკეთესად, რათა  მოსწავლეთა წარმატებები უკეთესი იყოს სკოლაში?  ინფორმაციის და გამოცდილების  გაზიარების მიზნით  დავგეგმე და  ჩავატარე  კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა თემაზე „ კარგი გაკვეთილის მახასიათებლები“. 
სამუშაო შეხვედრს გეგმა  https://drive.google.com/file/d/1OmuCv95uynzFDdCXO9CUo51yp80EWcb8/view?usp=sharing


                         შეხვედრა # 2

შეხვედრის თემა: "მოსწავლეთა მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიური თავისებურებები და კლასის მართვა"
ჩატარების  თარიღი:  25. 04. 2019წ.

თემის აქტუალობა:
ქინძათის საჯარო სკოლა  მოსწავლეთა რაოდენობით მცირერიცხვიანი სკოლაა. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა  უმეტესად ოპტიმალურია იმისათვის, რომ  მივაღწიოთ მაღალ სასწავლო წარმატებებს. მაგრამ სკოლის მოსწავლეთა აკადემიური წარმატები ს მაჩვენებელი მაღალი არ არის. ამის განმაპირობებელი მრავალი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა  მასწავლებლეთა  კომპეტენცია, რაც გამოიხატება პრობლემებით კლასის მართვის  საკითხებთან  დაკავშირებით.  არასწორი მიდგომები მოსწავლეების ქცევებისადმი აუარესებს კლასის კლიმატს და დაბლა სწევს მოსწავლეთა მოტივაციას. მნიშვნელოვანია მასწავლებლემა  ვიცოდეთ მოსწავლეთა ასაკობრივი ფსიქოლოგიური თავისებურებები იმისათვის , რომ  მოვახდინოთ სწორი რეაგირება და ავაგოთ პოზიტიური  ურთიერთობები მოსწავლეებთან, ასევე ვმართოთ მოსწავლეთა რთული ქცევები და შევქმნათ  ზოგადად სწავლაზე ორიენტირებული პოზიტიური  სასწავლო გარემო.
შეხვედრის მიზნები:
მონაწილეები...
..გაეცნობიან მოზარდობის ასაკის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს
...გაეცნობიან კლასის მართვის სტრატეგიებს
... გაუზიარებენ  ერთმანეთს გამოცდილებებს მოსწავლეთა  ქცევითი დარღვევების პრევენციასთან და აღმოფხვრასთან დაკაავშირებით.
... უყურებენ  ფილმს და  გაეცნობიან თანამედროვე მიდგომებს   კლასის მართვასთან დაკავშირებით.
სამუშაო შეხვედრს გეგმა   https://drive.google.com/file/d/1wcEm9D4Rwze2c_qtQm1JZaDqpjhOXdFn/view?usp=sharing


                               შეხვედრა # 3

შეხვედრის თემა:    "მასწავლებელთა თანამშრომლობა და  სასწავლო გარემო"
ჩატარების  თარიღი:  01. 05. 2019წ.

თემის აქტუალობა:
სკოლაში   მოსწავლეთა აკადემიური წარმატებები  მაღალი არ არის, რაც მოსწავლეთა სწავლისადმი დაბალი ინტერესით არის განპირობებული. მოსწავლეთა მოტივაციას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, დაწყებული სახელმწიფო პოლიტიკით, ოჯახით , სოციალური ურთიერთობებით, დამთავრებული სკოლით  და მასწავლებლით.   კვლევებით დადასტურებულია კავშირი წარმატებულ სკოლას და  მოსწავლეთა წარმატებებს შორის. ამიტომ  თუ ჩვენ  განვვითარდებით, ჩვენი მოსწავლეები უკეთეს აკადემიურ შედეგებს აჩვენებენ. ეს  კი თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია.
თანამშრომლობით შესაძლებელია არა მარტო სკოლის პრობლემების გადაჭრა , არამედ  სკოლის ბაზაზე მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება.  ამიტომ შეხვედრის მთავარ  მიზნად დავისახე   მასწავლებლებისათვის  თანამშრომლობის მნიშვნელობის დანახვა და მათი მოტივაციის ამაღლება ზოგადად სწავლაზე ორიენტირებული პოზიტიური  სასწავლო გარემოს შექმნისათვის, რაც თავისთავად  მოსწავლეთა  მოტივაციის ამაღლების  ერთ-ერთი  ფაქტორია. 
რომელი გზა მოგვიყვანს უკეთეს  საკლასო და სასწავლო კლიმატთან? თეორიული   ცოდნა  შეიძლება დაგვეხმაროს, მაგრამ  იგი აუცილებლად   ყოველთვის ახალ სიტუაციას უნდა  შევუსაბამოთ და  მასზე მოვსინჯოთ.
კარგი სასკოლო და საკლასო კლიმატი იმით ხასიათდება, რომ პრობლემებზე მუშაობა ერთობლივად ხდება  და იგი  ერთობლივად  სწრაფად გადაიჭრება.
  
მნიშვნელოვანია იმის ცოდნა,თუ როგორ ვითანამშრომლოთ  უკეთესი სასკოლო და სასწავლო გარემოს შესაქმნელად. ამიტომ შეხვედრაზე მიზნად დავისახე   მონაწილეებისათვის პროექტების განხორციელების მოდელის გაცნობა და პრაქტიკულად სკოლის/ სასწავლო გარემოს გაუმჯობესების პროექტის დაგეგმვა
სამუშაო შეხვედრს გეგმა  https://drive.google.com/file/d/1WSp5MJbYMYdkxhgmPizE8pGvNqU3G8Cs/view?usp=sharing  



  ფოტოები სამუშაო შეხვედრებიდან:










1 comment:

  1. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები.და რაც მთავარია სეხვედრები მიდიოდა ძალიან აქტიურად,დრო სწარაფად მირბოდა

    ReplyDelete