ჩემს შესახებ


                                                                                                       
შორენა ბაკურაძე (50 წლის)
)


 გერმანულ  ენას ვასწავლი 1993 წლიდან. 

მასწავლებლობაზე  არასოდეს მიოცნებია,  სკოლაში გარემოებების გამო დავიწყე  მუშაობა  და  ძალიან გამიმართლდა . ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას მოვხვდი. მომწონს მასწავლებლის  პროფესია თავისი სირთულეებით.  საჭიროა მუდმივად განვითარდე, შეიცვალო და ყოველ ჯერზე ახალ გამოწვევებს უპასუხო. 
  
დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა  და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი წარჩინებით.

 ჩემი , როგორც გერმანული ენის მასწავლებლის პროფესიულ ზრდაში და განვითარებაში ძალიან დამეხმარა თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სემინარებში მონაწილეობა  და  სტიპენდიები  გერმანიაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

გარდა სკოლისა და ბავშვებთან მუშაობისა, ჩემი ჰობია მთებში ლაშქრობაზე სიარული. ასევე მიყვარს კითხვა, მოგზაურობა და  ბაღში  მუშაობა.

ბუნება  არა მარტო აღმაფრთოვანებს   -  ვარ მისი გულმხურვალე დამცველი, მათ შორის საქმითაც.


3 comments:

  1. გეთანხმები,გარდა ამისა ენერგიულად და პროფესიონალურად ეხმარები ყველას გარშემო,განსაკუთრებით კოლეგებს.შენი წილი დიდია ჩვენი სკოლის მასწავლებლების მიერ სწორად განხორციელებულ აქტივობებში და რა თქმა უნდა შეფასების ჯგუფის მუშაობაში.

    ReplyDelete
  2. წარმატებები შორე...ვამაყობ,რომ შენი თანამშრომელი ვარ...

    ReplyDelete
  3. საინტერესო, ნიჭიერი, ენერგიული,სამართლიანი... კიდევ ბევრი თვისების ჩამოთვლა შეიძლება.შენთან თანამშრომლობა საინტერესო და სასიამოვნოა.

    ReplyDelete