რესურსები

   
           რესურსი :   ვიდეორგოლი  "  Johan Wolfgang Goethe"
https://drive.google.com/file/d/1ZG6pqQi8_f1hQynqgLYFaI3bCWo5j9YR/view?usp=sharing
         
                 რესურსი:  "კამათელი"    https://drive.google.com/file/d/1Fe7g145sx17Xrd4cr0XpaWf8BljPh7HT/view?usp=sharing
             
       უცხოური ენის კომპეტენციებიდან  ლაპარაკის სწავლა  ყველაზე  მეტად უძნელდებათ  მოსწავლეებს. იმისათვის, რომ გამეადვილებინა  მოსწავლეებისათვის  სალაპარაკო უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება შევქმენი სასწავლო რესურსი  მე-8 კლასისთვის, თუმცა იგი შემდეგ  გამოვიყენე  სხვა კლასებშიც.
რესურსი წარმოადგენს  მუყაოსაგან დამზადებულ კუბს  კამათლის მსგავსად, რომლის  5  წახნაგზე  დაწერილია  კითხვითი  სიტყვები   WER?   WO?  WAS?  WANN?  WARUM?  WIE?      და    ბარათები  რომლებზეც  მოცემულია თემები:   Freizeit,  Essen,  Tagesablauf,  Fernsehen   და ა. შ.  სულ 6-8.თემა.

მონაწილე ირჩევს  სასურველ თემას,  იღებს შესაბამის ბარათს  და  აგორებს  კამათელს. იგი უსვამს   თემასთან დაკავშირებით დანარჩენ მონაწილეებს  შესაბამის კითხვას. მაგ.:   ბარათი - Frezeit ;  კამათელი  - WANN?   მონაწილე სვამს კითხვას:   “ Wann hast du Freizeit?”  მონაწილეები პასუხობენ  დასმულ კითხვას . შემდეგ შემდეგი მონაწილე ირჩევს სხვა თემას  და  აგორებს  ე. წ. კამათელს და სვამს კითხვას და  ა. შ. თამაშის წრე დამთავრებულია, როცა ყველა თემა/ ბარათი  გამოყენებული იქნება.  შემდეგ შესაძლებელია ახალი თამაშის ახალი წრე. 

მიზანი აქ თანამშრომლობაა: ყველა თანამონაწილე ერთად თამაშობს და ერთმანეთს ეხმარება.

მოსწავლეები ამ   აქტივობას  აასრულებენ    ჯგუფებში  ( 3-4 მოსწავლე  ერთ ჯგუფში) .
 რესურსის გამოყენება  განკუთვნილია ენის ფლობის   A1 / A2  დონისთვის. თუმცა   თემების  შეცვლით  იგი  შეგვიძლია  B1 დონეზეც  გამოვიყენოთ.

რესურსი მრავალჯერადი გამოყენებისაა. ყოველი ახალი გამოყენებისას მოსწავლეები ადგენენ განსხვავებულ კითხვებს და  პასუხობენ განსხვავებულად.
 კამათელის   გამოყენება  შესაძლებელია ერთი თემის ფარგლებში( მაგ.:“ Tagesablauf“) ახალი თემის შეტანის ან დასრულების შემდეგ.

No comments:

Post a Comment