ბლოგის შექმნის მიზანი

         
                            
  მოგესალმებით ჩემს ბლოგზე!

მე ვარ  შორენა ბაკურაძე- სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლის გერმანულიენის მასწავლებელი.

ბლოგი  წარმოადგენს  ელექტრონულ პორტფოლიოს, რომელშიც  მოცემულია ჩემი  პედაგოგიური  საქმიანობის და  პროფესიული ზრდის  ამსახველი  მასალა.
ბლოგი   შეგიქმნით  წარმოდგენას  მეთოდოლოგიისა და მიდგომების შესახებ, რომელსაც ვიყენებ ერმანული ენის სწავლების დროს.

ბლოგის მიზანია    პედაგოგიური საქმიანობის  აღრიცხვა  და  კომპეტენციის განვითარების ანალიზი.

ბლოგში წარმოდგენილია:

- ჩემს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროდუქტები:  კვლევები, გაკვეთილის გეგმები,  განხორციელებული პროექტები, შეფასების რუბრიკები,  ტესტები, რესურსები  და სხვა მასალა.

-სემინარებზე მიღებული  სასწავლო მეთოდოლოგიური  მასალა

-   სასარგებლო ბმულები

მსურს  ეს ყველაფერი  გავუზიარო ფართო საზოგადოებას.

 გთავაზობთ აგრეთვე  გამოკითხვას ბლოგის შესახებ.  თქვენგან  მიღებული უკუკავშირი დამეხმარება არა მარტო ბლოგის შინაარსის და სტრუქტურის, არამედ საკუთარი  პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებაში.


 გმადლობთ, რომ ესტუმრეთ ჩემს  ბლოგს!

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო ბლოგია,დაგვიმატე პროექტებიც

    ReplyDelete